Freitag, Dezember 15, 2006

http://www.megaupload.com/de/?d=IP9NW11J

წვიმს ცარიელ ბნელ ქუჩებში და მე მარტოკა დავდივარ .სკრიპკის ხმა მომესმა და ვდგავარ თავსხმა წვიმაში და ყურს ვადევნი .იმდენად ჩემ განწყობას უხდებოდა რომ თვალებიც კი დავხუჭე.მუსიკა უფრო და უფრო ღონიერი გახდა .ჩემის გულის ცემა მას აყვა .უფრო და უფრო ჩქარა უკრავად სკიპკა ,თითქოს სიმების გაწყვეტა უნდოდა და ამასობაში ჩემი გულის გაწყვეტასაც ცდილობდა . უფრო ძლიერ მესმოდა მუსიკა .თითქოს ყურის ძირში უკარვდეს ვინმე.გულის რითმი სკიპკის რიმთან ერთად ძლიერად და ღონივრად ცემდა .არ უნდა შეწყდეს მუსიკა .გააგრძელე ისევ დაკვრა გული ყმუოდა .წვიმს. სახეზე მეცემა მძიმედ და მტკივნეულად წვიმის ცივი წვეთები .თუნდაც გაჩერდეს მუსიკა და გულის ცემაც შეწყდეს .ამ სიამოვნებას მაინც ხომ მოვესწარი ,ვფიქრობ გონებაში .მუსიკა დასრულებას არ აპირებდა და მეც ასე ვიდექი წვიმის ქვეშ . გულის ცემასთან ,წვიმის წვეთებთან ერთად დავფრინავდი .არ მინდოდა თვალის გახელა ,არ მინდოდა მუსიკის დასრულება .არმინდოდა წვიმის გადაღება …ჩვენ ერთნი ვართ .ერთად გვიდგას სული .ერთად ვავსებთ ქუჩას .ერთად ვარ განწირული .არ შეჩერდე ,არა .დაუკარი სანამ შეგეძლება .სანამ სიმები გაუძლებს .სანამ ჯერ კიდევ სული გვიდგას .

Samstag, Oktober 07, 2006

Semodgoma kars moadga



Montag, September 25, 2006

თქვენ რომ ქალი გყვათ,ბატონო
იმისი ეშხი სხვა არის
აი -ჟუჟუნა თვალები
თითქოს მაისის ცა არის
იმისი ძუძუკოკორი
აქოჩრებული ზღვა არის
მთვარით ნბეჭდი ნაწნავი
საშემოდგომო ძნა არი
იმისი ირმის ფეფენი
საუფლისწულო ტყე არის
თვალთვაის მომფერებელი
მანათობელი მზე არის
იმისი თაფლის სიტყვები
ფუტკრის ახალი სკა არის
ჯეჯილში ამოფეთქნილი
სამყაროს ცისფერი ხმა არის
ბალახში გადაწვენილი
ნიავის ნაზი ფრთა არის
ჩემებრ ნაგვემი,მარხულის
მაცოცხლებელი ფშა არი
ეზოში მარჩდილობელი
იაგუნდისა ხე არის
მწუხრისპირ ლოცვა-კურტხევის
აღდგომის თეთრი დღე არის.
ბეთლემით გადმოფენილი
ღვთისმშობლის ღვიძლი და არი
ზაფხულს მწვანე ფოჩებში
გამოხვეული ზმა არი
თოვლში ,წვიმაში,წყვდიადში
იმედის მფენი გზა არი
უფსკრულზე გადაკიდულის
უკანასკნელი ხსნა არის.

* * *


დაი ზიხარ ასე დაშტერებული და რა აზრი აღარ ტრიალებს თავში .ალბათ ეხლა კაი იქნებოდა რომ გაგიხსნან თავი და ტვინში ჩაიხედონ .რამე კამერა დააყენონ და თვალებიდან გამოანათო თეთრ ზეწარზე შენი ფიქრების ჩრდილები.მერე დაინახავდი ამას ყველაფერს და კიდე დაფიქრდებოდი "ნეტავ ასე რატომ ვფიქრობ?" და ამ ჩრდილებს კიდე სხვა არეული ჩრდილები დაემატებოდა.მერე ისევ და ისევ .რა უსაზღვროა ეს ფიქრი .სხვაც რომ შენს მაგივრად ფიქრობს და მისი ჩრდილებიც რომ ეხატებოდეს შენ ზეწარზე ...გადასარევი იქნებოდა .მერე ოდესღაც მიეჩვევოდი ამის ყურებას ,აზრს მაინც ვერ გამოიტანდი არეულობაში,მაგრამ ისე გახდებოდი რომ ერთ დღესაც ეს ზეწარი ისევ ჩრდილებს გარეშე თეთრი იქნებოდა .მხოლოდ ერთი შავი წერტილს თუ დაინახავდი იქ და ეს იქნებოდა დასასრული .აი მერე კი მიხვდებოდი რომ მორჩა კინო -თეატრი.შენ გონებრივად მოკვდი .სხეული კაი ხანია რაც მოკვდა.გულიც უკვე გაყინულია ,ტვინი კი სულ ბოლოს კვდება ...

Donnerstag, August 03, 2006

დრო წვეთია





Mittwoch, Juli 05, 2006

პირველი ტეხნიკა

პირველი ტეხნიკა.ეჰ რას ვიფიქრებდი მაშინ ,თურმე ტეხნიკის სამყარო კოსმოს მისწვდა...მე კიდე შუქი რა ფერის იყო ის მავიწყდებოდა.ჩემს სადარბაზოში ცხოვრობდა სომხური წარმომავლობის ოჯახი ,რომელიც 8 კაცისგან შედგებოდა.სახელები აღარ მახსოვს ყველასი,მაგრამ დიასახლისის სახელს რა დამავიწყებდა.არა, უფრო სწორედ დღემდე არ ვიცი ამ სახელის სწორი ფორმა,არვიცი ცოცხიკა ,არვიცი ცოღიკა.ბავშვები სულ ცოცხა დეიდას ეძახდა და მე სულ ვარიდებდი თავს,სახელის არ ცოდნის გამო.ამ ცოხიკა თუ რაცხა, ჰყავდა უფროსი ვაჟი,ცუდი შესახედის არ იყო და ზუსტად ამ ოჯახმა( ოჯახი რომელიც ხალხი დასცინოდა)დაანახა ხალხს რომ ტელეფონის ყურმილი მარტო დახვეული,დაკლაკნილი,დაკვარახჭინებული და 10 გაკვანძული შნურზე გამობნმული არ არის.მშვენიერი გაზაფხულის დღე იდგა.მემგონი აპრილის ბოლო ცხელი დღეები იყო.ერთიც მესმის ჩემ კარებზე გამწარებული კაკუნი(რათ უნდა კაკუნი,სული შეუბერე და კარი თავისით წაიქცევა).ჩემი მეზობელი გოგო იდგა სახე გადაფიტქინებული .__ჩქარა ბალკონიდან გადაიხედე ცოცხიკას ბიჭი ნახეო.ხელი დამავლო და ბალკონისკენ გამაშურა .სხვა რა გზა მქონდა და 8_ე სართულიდან გადავხედე ეზოს და ...ჰოი საოცრებავ.ცოცხიკას ვაჟი იდგა ანტენიანი ყურმილით ხელში და საუბრობდა ბოლო ხმაზე ,თან ალენ დელონივით იცინოდა.აი მაშინ მივხდი რა უტოპიაში ვყოფილვარ და მომინდა მეც მასეთი ტელეფონი.ყველაფერი გავიგე მის შესახებ .თურმე ამ ანტენიანი ყურმილით კაცს შეგეძლო სახლიდან 50 მეტრით დაშორებული გესაუბრა, ყოველგვარი შეფერხების გარეშე.დღემდე მიკვირს,ცოცხიკას ვაჟი ვის ესაუბრებოდა ასე ლაღად როდესაც მისი სახლიდან ეზომდე 200 მეტრო არის?

Samstag, Juli 01, 2006

* * *


ფინჯანი ყავა დავიდგი და მარწყვის ტორტიც მოვიტანე .პირს არ დავაკარებ ვიცი რადგან გულთან არ მიმდის მისი ჭამა.განა ცუდია, არა ახალი მარწყვის ტორტია, დღეს გაკეთებული.უბრალოდ ისე გადავეჩვიე ჭამას რომ ასე მგონია მარტო ჰაერით ვიკვებები.არც თვალებში მიბნელდება და არც გული მიწუხდება.გადასარევად ვარ.გაზფხული დადგან და მეც ჩემი უძილობა დამიდგა.3 ღამეა ასე ვზივარ და თვალიც არ მომიხუჭია.დილას კი საქმეს საქმეზე ვერ ავუდივარ.მიკვირს,ამდენი ძალა საიდან? რა მოხდება რომ უბრალოდ წავიქცე და დავიძინო.დავიძინო ისე რომ არაფერი არ მესმოდეს,არც არაფერმა არ დამაფრთხოს.ძილი მწყურია.ჩვილი ბავშვივით ,დედის მკერდზე ,რომ დავიძინო.არც სიზმარი (ისედაც არ ვიცი სიზმარი)არც ფიქრები და არც არაფერი.თვალები დახუჭე და მორჩა.უწინ როდესაც ბავშვი ვიყავი ერთი სიზმარი მქონდა და ის მენატრება.დიდი ხე იდგა ეზოში და ზედ საქანელა ეკიდა ,რომელზეც ჩამოვჯდებოდი და ვქანაობდი.ცამდე ავდიოდი .თეთრი ლამაზი კაბა მეცვა ვარდებით გაწყობილი.გრძელი თმა მქონდა რომელიც მიწამდე დადიოდა.სად გაქრა ეს სიზმარი სად.ეხლა კი ვერც ვიძინებ ამდენი ფიქრებით ამდენი წუხილით .აგრეთვე ძალაინ მშვიდი ვარ .მხიარულიც .ისევ ვერ მიგებენ ისევ გაუგებრობა მკლავს და ვერ ვუხერხებ ვერაფერს .

* * *


დღეს............მზის სხივებს მივაცხუნე ჩემი მკრთალი სახე იმედით რომ ცოტა ფერი დამდებოდა გადათეთრებულ ლოყებზე.შენ კი ჩამომიჯექი ჩემო ჩიორავ გვერდზე და შემომხედე.გამახსენდა დედილომ რომ მომიყვა ბავშობაში ..ჩიტს უთხარი ხოლმე -"ოქროს ნისკარტი შენ,კაი ამბავი მე"..მეც შემოგძახე "ჩიტო ოქროს ნისკარტი შენ ,კაი ამბავი მე ".მეგონა დაგაფრთხობდი და გამიფრინდებოდი მაგრამ, შენ შემომხედე შენი სათუთი თვალებით და გალობა წამოიწყე.მე კი შენ ჭიკჭიკში ჩამძინებია .ისე ნაზად და ლამაზად გალობდი რომ სიზმარში შევიპარე.არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა ,შენ კი გვერდიდან არ მომცილებიხარ. არ გინდოდა ჩემი სიზმარი დაგეფრთხო ...თვალი გავახილე და შენ ისევ გვერდზე მეჯექი და ისევ მიყურებდი დედის ნუგეში თვალებით. "რაო ჩიორა? ნუთუ არ გიხარია და ხალისი არ გაქვს ფრთები გაშალო და იფრინო გრილ სიოში .ზემოდან გადმოიხედო და ნახო როგორ მალე მიქრის ცხოვრება? ან შენ მეგობრებთან ერთად წრეები ურტყათ სოფელს და ახალი ამბები გაუზიაროთ ?შენ ისევ გალობდი და მიყურებდი... მე კი მეცინებოდა რომ ასე მენდობოდი.უცებ შეწყვიტე გალობა და ნაღველი თვალით შემომხედე .ნუთუ უკვე მემშვიდობები? და გაფრინდი .მაინტერესებდა შენი გზა სად იყო და გადმოგხედე.თბილ ტრასაზე დაჯექი ,მე მეწყინა, რადგან მე უფრო გაგათბოდი ჩემს ხელებში თანაც ტრასა ხომ საშიშია ,მანქანამ რომ გამოიაროს დააფრთხობს შენს ციცქნა გული? ...გულში გავიფიქრე და მანქანამ გადაუარა.

Mittwoch, Juni 28, 2006

lay lady lay


მოდი ვიცეკვოთ.ნაზი შემოდგომის ფოთლებივით ვიბზრიალოთ .ღრმად თვალებში ჩავხედოთ და ერთმანეთს სიმღერის ტექსტები გავუმეოროთ .მუსიკით ხომ უფრო იოლია სიტყვების გადმოცემა.წამწამებს დავხრი და ლოყები ამეწვება.შენ გაგეღიმება ალბათ ჩემგან ასეთ სინაზეს რომ დაინახავ ,თითქოს იცოდი რომ ასეთი სათუთი ვარ .თვალ დახუჭული ბზრლიალებ ოთახში და წარმოდგენილი მაქვს რომ მაცვია გრძელი ცისფერი შიფონის კაბა, რომელიც ნაზად ეხება ჩემ კანს .ვბზრიალებ და ვბზრიალებ.ჩემს გარშემო არაფერი ახარ არსებობს.მხოლოდ მე და ეს უმშვენიერესი მუსიკა.კაი იქნებოდა შენც რომ ჩემს გვერდით ყოფილიყავი და ერთად გვეტრიალა სანამ არ დავეცემოდით მუსიკის დასასრულზე.ვიბზრიალებ ისე ძლიერ რომ ქარბუქი დავაყენო,რომ ყველას შეეხოს ეს ჩემი სათუთი გრძნობა,ყველას მოედოს ეს მუსიკა და ყველას გულებში ვარდები ჩახატოს.მე კი ვიტრიალებ სანამ შემეძლება ....მომე ხელი ვიცეკვოთ

Savi Rrubeli


შავი ღრუბელი გამოჩნდა ცაზე.უცებ მოედო მთელ გარემოს მისი მუქი ფერი.მზე დაიმალა.ქარი ამოვარდა.გული გრძნობს რომ კარგი არ გველის .ნაზი წვიმის წვეტები წამოვიდა, თითქოს გვაპარებსთავის მრისხანებას.ცა გრუხუნებს და ღელავს.ანათებს და გაჰკივის როგორც სული ,რომელმაც სიმყუდროვე ვერ იპოვა.მრისხანე ჭექის ხმამ შეძრწა მიწა,ყველაფერი ჩუმად არის თთქოს მოკვდა ყველა სულიერი , ან კი განაბული არიან ბუჩქის ქვეშ.ღრუბლების მიღმა ,გეგონება თითქოს ღმერთს ჩაება ,თავისი თეთრი ცხენები ,ოქროს თმებით ,უზარმაზარ ეტლში და მიაქანებს მათ შორეულ ღრუბლებში....ეჩქარებათ